18:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-24 16:02:20, 703 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო - 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რთული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ აფრთხილებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი შენარჩუნდება.

"26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური  პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი, 6 ბალამდე  შტორმი. 

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების  ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics