19:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 14:46:38, 573 ნახვა

საზოგადოება
ბარკალაია - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში რეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია

სამინისტრო აქტიურად მუშაობს ღია შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებთან. სხვადასხვა ასოციაციისა და ბიზნეს კომპანიების ჩართულობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, დარეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, რომლებსაც ვთავაზობთ, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე - ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებს, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაია, განაცხადა.

ბარკალაიას თქმით, საზოგადოებრივ სამუშოებზე დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანი ახლა ბენეფიციარების ღია შრომის ბაზარზე ინტეგრირებაა.

„პირველ ეტაპზე, ჩვენი მიზანი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების პროგრამაში ჩართვა იყო. ლოგიკური გაგრძელება და მთავარი მიზანი, ახლა, ბენეფიციარების, ღია ბაზარზე არსებული ვაკანსიებით დაინტერესებაა, რომ გადავიდნენ და იქ დასაქმდნენ. ამასთან, გვსურს საზოგადოებრივ სამუშაოებში ახალი მოქალაქეების ჩართვა”, - განაცხადა ბარკალაიამ.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ღია შრომის ბაზარზე, 30 000-მდე მოქალაქე დაასაქმა, მათ შორის - 19 000 სოციალურად დაუცველი პირია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics