12:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 14:14:15, 1293 ნახვა

სამართალი
საია - რაჭის ტყეების აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია

რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია, - აღნიშნულის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საიას განცხადებაში ვკითხულობთ, 2023 წლის 29 ნოემბერსა და 15 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 18 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და დაკავებულებიდან 2 პირის მიმართ არსებული საქმე, რომელთა ინტერესებსაც საია წარმოადგენდა, სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო სასამართლომ შეწყვიტა.

"დაკავებულებს სამართალდამცავი უწყება ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სისხლის სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელი უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, სწორედ სამართალდამცავი ორგანოა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით, უტყუარად დაასაბუთოს პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, უტყუარ მტკიცებულებად კი ვერ ჩაითვლება მარტოოდენ სამართალდამცავთა ჩვენებები.

სასამართლომ, სამართალდარღვევის საქმეების შეწყვეტის საფუძვლად პირების ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობა დაასახელა, რადგან სამართალდამცავმა უწყებამ ვერ შეძლო საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა.

გადაწყვეტილება, ამ დროისთვის, არ არის კანონიერ ძალაში შესული, რადგან იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics