20:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 16:36:21, 571 ნახვა

საზოგადოება
უკვე მესამედ, „თიბისი ლიზინგი“ BARTA 2023-ის გამარჯვებულია

​საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები ცნობილია. უკვე მესამედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) „თიბისი ლიზინგს“ გადაეცა.

აღნიშნული ჯილდო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „თიბისი ლიზინგის“ კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს.

„BARTA-ს კონკურსი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან გამჭვირვალე ანგარიშგება მომხმარებელთა თუ ინვესტორთა ნდობის მოპოვებისა და გამყარებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე. გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, - აცხადებს თორნიკე ეგნატაშვილი, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით ოთხი წლის წინ შეიქმნა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics