11:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 16:19:11, 1129 ნახვა

ომი უკრაინაში
პროკოპენკო - ყველას მოვუწოდებ, აიღონ ხელში იარაღი - ომი ხანგრძლივი იქნება

"აზოვის" ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება. 

პროკოპენკო მოუწოდებს უკრაინელებს, გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი და შეიარაღებული ძალების რიგებს შეუერთდნენ. 

"სასოწარკვეთილების, პანიკის ან აპათიის საუკეთესო წამალი, რომელიც გამოწვეულია ამ ომის ვადებზე ფიქრით, არის აქტიური ჩართვა ისტორიულ პროცესებში, რომელიც ხდება აქ და ახლა. 

არ ვიცით ზუსტი დღე, თვე თუ წელი, როდის გავიმარჯვებთ და შევძლებთ ოჯახებში დაბრუნებას, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი, ჩვენ გვერდით სანდო თანამებრძოლები გვყავს, გულში სამშობლოს სიყვარული, ხელში - იარაღი...

ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული უკრაინის თავდაცვის ძალების სამსახურში, უნდა გააკეთოს შეგნებული არჩევანი - აიღოს იარაღი, შეავსოს სამხედრო რიგები, ან გახდეს საიმედო უკანა დაცვა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად მუშაობს.

ეს ომი ხანგრძლივი იქნება - ის, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. ჩვენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული, თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად",- წერს პროკოპენკო სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics