08:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 15:58:33, 601 ნახვა

პოლიტიკა
წიწავა - ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს - მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა

ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს,  მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის"  ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ  და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილის სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა, სისტემური რეფორმები განაპირობა და ინსტიტუციები გააძლიერა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" გუნდს, რომლის მთავარი საფიქრალი მშვიდობა და კეთილდღეობაა, კანდიდატის სტატუსი მათ რეიტინგს კიდევ უფრო აწევს". 

"ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი  აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის"  ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა  დემოკრატიულ, თავისუფალ  და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე.

2012 წელს, "ქართულ ოცნებას" მძიმე რეალობა დახვდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულმა ქვეყნის განვითარების  სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა განაპირობა სისტემური რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება. დღეს კი, "ქართული ოცნების“ გუნდის  მთავარი საფიქრალი - მშვიდობა, ქვეყნის წინსვლა და ხალხის კეთილდღეობაა.

ბოლო კვლევებით "ქართულ ოცნებას“ 55% მეტი უჭერს მხარს - კანდიდატის სტატუსი კი ამ რეიტინგს არა თუ განამტკიცებს, ვფიქრობ  საგრძნობლად აწევ",- წერს გრეტა წიწავა "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics