13:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 22:15:48, 844 ნახვა

მსოფლიო
დღეიდან ერთნაირსქესიანი წყვილები რომის კათოლიკე ეკლესიაში ურთიერთობის კურთხევის წესს მიიღებენ

რომის პაპმა ფრანცისკემ მღვდლებს უფლება მისცა დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პაპი ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, დღეიდან ერთნაირსქესიანი წყვილები რომის კათოლიკე ეკლესიაში მათი ურთიერთობის კურთხევის წესს (და არა ჯვრისწერის საიდუმლოს) მიიღებენ.

ვატიკანი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ "ღმერთი მიესალმება ყველას" და ასევე აღნიშნავენ, რომ დალოცვა არ ნიშნავს და არ აღნიშნავს ერთნაირსქესიან წყვილთა შეკავშირებას ან ამ კავშირის აღიარებას.

ვატიკანი ქორწინებას კვლავ განიხილავს, მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.

ტექსტის გაცნობისას, კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა, ეკლესიის პრეფექტმა, თქვა, რომ მიღებული ახალი დეკლარაცია კვლავ რჩება "ქორწინების შესახებ მტკიცე ეკლესიის ტრადიციულ დოქტრინაზე".

"ადამიანების დალოცვა არ საჭიროებს "მორალურ სრულყოფილებას", - განაცხადა რომის პაპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics