|
2023-12-18 15:54:34, 709 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა
რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა [„ქართული ოცნების“] მატარებელმა უკვე ჩაიარა და 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი მიიყვანს ბოლომდე,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის საკეთილდღეოდ მართავს. „რუსული რიტორიკა, რუსული დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდა, როცა ისინი ლაპარაკობენ ომთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს ეს უკვე ძალიან კარგად აქვს გააზრებული და ანალიზიც გაკეთებული აქვს... რაც შეეხება რუსული პარტიის გაგრძელება ღარიბაშვილს საქართველოში და მის ბატონ ივანიშვილს, დეოლიგარქიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო თავდაცვის მინისტრი ჯუანშერი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი და პლასტიკური ბარათების დამზადებული იყო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო სუს-ის უფროსი, მისი დაცვის წევრი იყო შს მინისტრი და ზოგადად, ყველა იყო ბანკი „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომელი. ისე უყურებენ, რომ შპს არის საქართველო, რომ კორპორაციაა და მთავრობის სხდომა რომ ტარდება, უნდა გვესმოდეს, რომ ბანკის „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლები იკრიბებიან ბიძინა ივანიშვილის საკეთილდღეოდ, ანუ ბიძინა რა სიკეთეს მიიღებს, ისე მართავენ ქვეყანას და დღეს, როცა ლაპარაკობენ კანდიდატის სტატუსზე და ივანიშვილის დამსახურებებზე, ესეც შევახსენთ მოსახლეობას - მათ არ უნდოდათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის და ქართველ ხალხს აქციები დასჭირდა ამისთვის, ისინი ანტიდასავლურ კამპანიაში და დეზინფორმაციაში იყვნენ ჩართულები, კობახიძე ამბობდა, რომ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, კალაძე ამბობდა, რომ თუ არ მოგცემენ სტატუსს, რაც უნდა ის გააკეთონ. საქართველოს მოქალაქეს არ აქვს მოკლე მეხსიერება, ყველას კარგად გვესმის სად ვიყავით, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ 2024 წელს. ახლა რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა და 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი მიიყვანს ბოლომდე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)