|
2023-12-18 04:22:14, 2865 ნახვა
სხვადასხვა
ბორის პისტორიუსმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, მოემზადონ რუსეთთან ომისთვის
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, მოემზადონ რუსეთთან ომისთვის. მისი თქმით, არსებობს აგრეთვე სერიოზული საფრთხე, რომ რუსეთის ფედერაცია თავს დაესხას საქართველოს, მოლდოვას და ბალტიის ქვეყნებს. „ ამჟამად პუტინი მნიშვნელოვნად ზრდის იარაღის წარმოებას რუსეთში. დუმის გადაწყვეტილებით ეს ზრდა შეადგენს 60%-ს. დღეს ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 5-8 წელი, რომლის განმავლობაშიც უნდა დავეწიოთ- როგორც შეიარაღებული ძალების, ისე სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერების მხრივ. ჩვენ გვჭირდება ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელიც ომის დროს შეძლებს ქვეყნის დაცვას. სერიოზულად უნდა მივუდგეთ პუტინის პრობლემას და საფრთხეებს ბალტიისპირეთის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. ეს არ არის მხოლოდ იარაღის ჟღარუნი, ამ ათწლეულის ბოლოს ჩვენ შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდეთ“ - ბორის პისტორიუსი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)