21:19 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-17 13:01:27, 844 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას

„ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას “, - განაცხადა გიორგი გახარიამ მცხეთაში, გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას. 

„ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას - ესაა წითელი ხაზი, რომელიც ოცნებას ჯერ არ გადაულახავს. ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბოს და საკუთარ ფულზე ზრუნვის ნაცვლად, საქართველოზე იზრუნოს, გადადგას სწორი ნაბიჯები - ცუდს ცუდი დაარქვას და კარგს - კარგი, ვიდრე იმას რასაც ჯერ კიდევ კარგი ჰქვია, ფასი არ დაუკარგავს. თორემ დღეს რომ ეგენი „ღალატს“ გაიძახიან, ღალატს სახელს ეგენი ვეღარ დაარქმევენ, ნამდვილი ღალატი რა არის, მაგას ხალხი და ისტორია განსაზღვრავს“, -აღნიშნა გახარიამ.   

გახარიას თქმით, ნებისმიერი საჯარო მოხელე უნდა ემსახუროს ქვეყანას, სახელმწიფოს და მოქალაქეებს, რომლებმაც აირჩიეს.

"საჯარო მოხელეები ბიზნესის და პოლიტიკური ელიტების მოსამსახურე პერსონალად არ უნდა გადაიქცნენ!  20-25 ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება მთელი მთავრობა, პარლამენტი, ეროვნული ბანკი, სასამართლო; ესაა სიმართლე, და სიმართლის მოსმენა კი ნუ გწყინთ, სიმართლის მოსასმენად მოემზადეთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics