|
2023-12-14 14:08:00, 657 ნახვა
პოლიტიკა
მეცოლა - უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას
უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს სამიტის დაწყების წინ განაცხადა. მეცოლას თქმით, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. „შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია. გაფართოებასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია, რომ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია. უკრაინას უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს და ეს ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. იგივე ეხება მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას. მე ევროპული საბჭოს ყველა სხდომაზე ვამბობ, რომ ჩვენ ვისურვებდით ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. არ მჯერა, რომ ახლა 2023 წლის დეკემბერია და ჩვენ ჯერ კიდევ ვსაუბრობთ ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეების შენგენის ზონაში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა მეცოლამ. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
ამასთან, გუშინ, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)