10:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 21:24:54, 642 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თამაზ გინტური, თემურ კარბაია, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს - მიუღებელია თავისუფალ სივრცეში ასეთი სასტიკი მოვლენები მოხდეს

თამაზ გინტური, თემურ კარბაია, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. მიუღებელია იმ თავისუფალ სივრცეში, სადაც ადამიანების უფლებები დგას პირველ პლანზე, იქ მოხდეს ასეთი სასტიკი მოვლენები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში დასკვნით მიღებაზე განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროპული გზა არის განუყოფელი და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან ერთად უნდა შევიდეს.

"ჩვენთვის დღეს ეს ნიშნავს, რომ თამაზ გინტური, თემურ კარბაია... ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. მიუღებელია იმ თავისუფალ სივრცეში, სადაც ადამიანების უფლებები დგას პირველ პლანზე, იქ მოხდეს ასეთი სასტიკი მოვლენები. და ის, რომ ჩვენი ევროპული გზა არის განუყოფელი, რომ ჩვენ იქ უნდა შევიდეთ ჩვენს მოსახლეობასთან, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან ერთად. იქ საქართველოს შესვლა არ იქნება არც სამართლიანი, არც სწორი და ჩვენი მომავალი ყველასი, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ. დღეს, ეს იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში თუ სამხრეთ ოსეთში, არის თავისუფლება, არის დაცვა იმისი, თუ რაც არის მათი იდენტობა. არ შეიძლება, რომ რუსეთმა წაართვას იქ მიწები და არ შეიძლება, რომ რუსეთმა ძალადობით წაიღოს უფლებები აეროპორტზე თუ პორტზე. შავი ზღვა დასაცავია და დასაცავია ყველასთვის, რომ იქ ჩვენი მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავალი იყოს დაცული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics