|
2023-12-13 18:56:09, 674 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - პრეზიდენტის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას დავესწრები და მაქვს პატივი სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია მივიტანო
დავესწრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი მივიტანო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - "ჩემი ხმა ევროპას!", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ყველაზე მაღლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროპულ მომავალს აყენებს და ამიტომ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას ხელს აწერს. „დავესწრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი მივიტანო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - ჩემი ხმა ევროპას! მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს რუსული რეჟიმის ხელით პუტინის პირადი პატიმარია და ის უსამართლო და უკანონო ტყვეობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია საპრეზიდენტო შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენებით დაასრულოს ეს ისტორიული უსამართლობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა აღმართა ევროპული დროშა და რომელიც პირადად ყველაზე დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს და ამიტომ, ხელს აწერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას, რომელიც მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ გააგონოს ევროპას საქართველოს მოქალაქეების ხმა. ქვეყანაში გაბატონებული "რუსული ოცნების" მარიონეტები ბოიკოტს უცხადებენ ღონისძიებას, პუტინის საამებლად დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს კი მაინც ვერ უზღუდავენ თავისუფლებას და ვერ ახშობენ მის ხმას საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ყველგან, სადაც საქართველოს ეროვნული ინტერესია, პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ყველგან ,სადაც საქართველოს ევროპული მომავალია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)