|
2023-12-12 23:56:40, 693 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო მინისტრი - ისრაელ-„ჰამასის“ ომი თუ არ შეჩერდება, შესაძლოა, ვითარება უკონტროლო გახდეს, შედეგები კი აშშ-ზე იმოქმედებს
ისრაელ-„ჰამასის“ ომი თუ არ შეჩერდება, შესაძლოა, ვითარება უკონტროლო გახდეს, შედეგები კი აშშ-ზე იმოქმედებს, - ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუ ომი არ შეჩერდება მისი გაფართოების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. „რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ ომი არ შეჩერდება, მისი გაფართოების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. მსოფლიო დღეს ხედავს, რომ ღაზის ომმა ახალი განზომილება შეიძინა და ღაზის მხარდასაჭერად მოქმედებენ რეგიონის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ლიბანი და იემენი. ეს ვითარება თუ გაგრძელდა, ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს უკონტროლო და არაპროგნოზირებადი აფეთქება. ეს არის ის, რასაც ამერიკელები დღემდე ვერ ხვდებიან და თუ ამას მალე ვერ გააცნობიერებენ, შედეგები ძლიერ გავლენას მოახდენს აშშ-ზე“, - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)