11:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 14:42:34, 1431 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება

უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დანილოვის თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინა 2 წელია აგრესორს წინააღმდეგობას უწევთ, უკვე დიდი გამარჯვებაა.

"მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ის, რომ ორი წელია, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics