10:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 18:22:53, 734 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბაქოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსხვილი ერთობლივი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების სტრატეგიულ როლს, ასევე, ე.წ. ვაჭრობის შუა კორიდორის გამართულ და აქტიურ ფუნქციონირებას. ასევე, აღნიშნეს ამ მიმართულებებით დაგეგმილი ახალი ინიციატივების მნიშვნელობა. ამავე კონტექსტში ისაუბრეს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

ამასთან, ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო და მეგობრულ კავშირებზე. შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში არსებული დრამატული თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების და ქ. განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მემორიალური დაფის ინსტალაციისთვის.

"მიმოიხილეს, აგრეთვე, პარლამენტების დადებითი წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების საქმეში.

აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, შალვა პაპუაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics