17:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 18:51:48, 893 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ

უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს მოუწოდებს, 15 დეკემბრის სამიტზე უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ.

შესაბამის მიმართვას რადას 292-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ამასთან, უკრაინის რადა ევროკავშირს მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ასევე საერთო ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლაში.

რაც შეეხება ევროკავშირის ინსტიტუტებს, რადამ მათ მოუწოდა, რომ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად შესაბამისი შემაკავებელი ზომების მომდევნო პაკეტები მიიღონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics