|
2023-12-08 17:06:37, 620 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას მოემზადებინა პლატფორმა და შემდეგ შეექმნა პარტია - ერთი ერთში იმეორებს კეზერაშვილისგან დაფინანსებული ენმ-ის პოზიციას
ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი დაეყენებინა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოშორებით და შემდეგ შეექმნა პარტია, თითქოსდა მისი პათოსი განსხვავებულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია "ერთი ერთში იმეორებს იმ პოზიციას, რაც კეზერაშვილისგან დაფინანსებულ „ნაცმოძრაობის“ რგოლს აქვს". „რასაკვირველია, ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოშორებით დაეყენებინა, რომელსაც წარსულში სერიოზული სისხლიანი ლაქა ახასიათებს და შემდეგ უკვე შეექმნა პარტია, თითქოსდა განსხვავებულია მისი პათოსი, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ზუსტად ერთი და იგივეა, ერთი ერთში იმეორებს იმ დამოკიდებულებას, პოზიციას, რაც კეზერაშვილისგან დაფინანსებულ „ნაცმოძრაობის“ რგოლს გააჩნია. ერთადერთი, რითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის მუდმივი შეჯიბრი იმაში, თუ ვის უფრო მეტი დესტრუქციის რესურსი აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)