|
2023-12-08 14:27:03, 638 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი - ვინ ჩამოჯდება ამ პოლიტიკურ პუფზე, საზოგადოება მალე დაინახავს
მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, "უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი". "მას შემდეგ, რაც ის პრაქტიკულად გააგდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, თქვენ ხედავდით ამ თვეების განმავლობაში, როდესაც მას "ნაციონალური მოძრაობის“ კარს უკეტავდნენ, როგორ ცდილობდა, რომ როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან. მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება. უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი“,- თქვა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, გუშინ, 7 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მელიას თქმით, ახალ პარტიას აფუძნებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)