|
2023-12-08 11:37:07, 1476 ნახვა
ეკონომიკა
ონლაინ შოპინგის 7 მთავარი უპირატესობა, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ონლაინ შოპინგი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, რადგან მომხმარებლებისთვის ძალიან მარტივი და კომფორტულია. არსებობს ონლაინ შოპინგის 7 უპირატესობა, რაც ნივთების შეძენისას ყველაზე თვალსაჩინოა.
ეს არის ონლაინ შოპინგის ყველაზე აშკარა უპირატესობა. დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შესყიდვების განხორციელებას შეძლებთ. გარდა ამისა საშუალება გეძლევათ სხვა მაღაზიებში წარმოდგენილ ასორტიმენტს ფასები შეადაროთ და რიგში დგომა სადღესასწაულო სეზონებში თავიდან აიცილოთ.
ერთდროულად სხვადასხვა საცალო მაღაზიაზე წვდომით მყიდველებს შეუძლიათ შეადარონ ფასები, გაარკვიონ რომელი მაღაზია სთავაზობს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში საუკეთესო გარიგებას. გარდა ამისა არსებობს სპეციალური ფასდაკლებები, რომლებიც მხოლოდ ონლაინ შეკვეთის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. მაგალითად: უფასო მიწოდება, ან დამატებითი ფასდაკლება საქონელზე, რომელიც პაკეტის სახითაა შეძენილი.
ონლაინ შოპინგისას მსოფლიოში არსებულ პროდუქციის ფართო სპექტრზე გაქვთ წვდომა. მყიდველები მარტივად ათვალიერებენ ათასობით პროდუქტს და სწრაფად პოულობენ ზუსტად იმას, რაც მათ სჭირდებათ.
ტრადიციული მაღაზიების მთავარი მინუსია გრძელ რიგში დგომა იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც იბრძვიან სასურველი ნივთის შესაძენად. ეს მხოლოდ დატვირთული სეზონებით არ შემოიფარგლება. პრობლემა ჩნდება ნებისმიერ დროს ისეთ საქონელზე, რომელზეც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ონლაინ მყიდველებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან არ არის საჭირო ლოდინი. ყველაფერი სწრაფად და უპრობლემოდ ხდება გადახდიდან საქონლის მიღებამდე.
სხვადასხვა გამყიდველებს შორის ფასების შედარება სავაჭრო ცენტრში არც ისე მარტივია. ონლაინ პლატფორმაზე კი საკმარისია გადახედოთ ასორტიმენტს რამოდენიმე დაწკაპუნებით. ეს არა მხოლოდ დაზოგავს დროს, არამედ კონკურენტული ფასების შესახებ ინფორმაციას დროულად მოგაწვდით.
ტრადიციული საცალო მაღაზიების მთავარი საზრუნავი ყოველთვის იყო უსაფრთხოება. ონლაინ შეძენისას კი გადახდების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, რაც მშვიდად შოპინგის საშუალებას მოგცემთ.
ზოგიერთი საიტი უფასო დაბრუნების სერვისს გთავაზობთ. ზოგჯერ ამ მოთხოვნის დამუშავება რამოდენიმე დღეში ხდება. ეს დამოკიდებულია კომპანიის პოლიტიკაზე, რომელსაც წინასწარ შეგიძლიათ გაეცნოთ. ონლაინ შოპინგს ტრადიციულთან შედარებით არაერთი სარგებელი ახასიათებს. საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმა Liloshop-ზე ნივთების შეძენისას თითოეული უპირატესობით სარგებლობას შეძლებთ. ლილოშოპზე ნებისმიერი პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ.
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)