17:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 10:32:20, 809 ნახვა

მსოფლიო
„სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ მზაობას, გადადგან ნაბიჯები სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ“ - ფაშინიანისა და ალიევის განცხადება

სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები იზიარებენ მოსაზრებას, რომ არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთობების მოგვარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ლიდერების განცხადებაშია ნათქვამი, "ჰუმანურ ღირებულებებზე დაყრდნობითა და კეთილგანწყობით ნიშნად", სომხეთი 2 აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს, ხოლო აზერბაიჯანი - 32 სომეხ მებრძოლს.

"სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები იზიარებენ მოსაზრებას, რომ არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთობების მოგვარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულებისაკენ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

ჰუმანიზმის ღირებულებებით და კეთილგანწყობის ნიშნად აზერბაიჯანის რესპუბლიკა ათავისუფლებს 32 სომეხ სამხედროს. თავის მხრივ, ჰუმანიზმის ღირებულებებით და კეთილგანწყობის ჟესტით, სომხეთის რესპუბლიკა ათავისუფლებს 2 აზერბაიჯანელ სამხედროს.

კეთილგანწყობის ჟესტის ნიშნად, თავისი კანდიდატურის მოხსნით, სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინადადებას, უმასპინძლოს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოს 29-ე კონფერენციას. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის მასპინძლობის იდეას. ასევე კეთილგანწყობის ჟესტის ნიშნად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს დაუჭერს სომხეთის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ბიუროს წევრობისთვის.

სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა გააგრძელებენ დისკუსიებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეფექტური იქნება უახლოეს მომავალში და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას, რაც დადებით გავლენას იქონიებს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics