|
2023-12-07 23:37:26, 654 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ვაფუძნებ ჩემს პარტიას, რომელიც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს
ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მელიას თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას ხვალინდელი დღიდან დაიწყებს. "არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია, [...] არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, ხო არც ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია. მაგრამ რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება. და დაფუძნდება ძალიან მალე... ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის - უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე", - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, ნიკა მელიამ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)