06:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 11:01:07, 1113 ნახვა

სამართალი
ელექტროშოკური აპარატით თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე  სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.

"აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.                                                         

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებამდე, აღნიშნული უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ ქვირითობის პერიოდში - 1-ელი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ან იმ შემთხვევაში, თუ პირს დიდი ოდენობით თევზი ჰქონდა მოპოვებული. 

ცვლილება მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შევიდა ძალაში",- აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics