13:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 23:17:07, 1407 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს

ყველა, ვინც რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და უზრუნველყოს ყველა იმ პირის საჭიროებები, რომელიც მას იცავს.

"სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველაზე, ვინც მას იცავს და უზრუნველყოს [მათი] ყველა საჭიროება. და ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სათანადო აღჭურვილობასა და იარაღზე. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სოციალურ დაცვასა და ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების ღირსეულ უზრუნველყოფაზე.

ამრიგად, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს. ყველა, ვინც სახელმწიფოს იცავდა, "ოქროს ვარსკვლავის" ორდენის მფლობელი გახდა. ყველა გამონაკლისის გარეშე", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics