13:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 21:59:19, 722 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს, ნატოს სანქციების ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარება

დეზინფორმაციები და სპეკულაციები ვრცელდებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს კითხვის ნიშანი აღარავის აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, არამედ  სხვა ქვეყნებიდან შემოსულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე.

„ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულმა დასკვნამ კიდევ ერთხელ მოსპო საფუძველი სპეკულაციებისთვის. მოსპო ის სპეკულაციები, რაც, სამწუხაროდ, ისევ ქართულ წიაღში წარმოიშვება ხოლმე და შემდეგ სხვადასხვა ფორმატსა და პლატფორმებზე ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. ევროკომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ყველანაირი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ასევე არსებობს ევროკავშირის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სანქციების წარმომადგენლების ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ არ დასტურდება არცერთი ფაქტი, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის.

სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი სპეკულაციები წარმოიშვება ქვეყნის შიგნით, თუმცა დღეისთვის კითხვის ნიშანი არავის აღარ აქვს. პირიქით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა ამის საშუალებას, არამედ თავის მხრივ, სხვა ქვეყნებიდან გამოპარულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე. საქართველოს საზღვარზე 2 000-მდე ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა, რადგან გამოვლინდა ან სანქცირებული რაიმე საქონელი ან სანქცირებული კომპანიები. საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს და ნატო-ს ეხმარება, რომ სანქციები ეფექტიანად იყოს განხორციელებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics