|
2023-12-05 16:04:33, 1065 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - ძალადობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დავაკავეთ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცავი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)