15:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 12:07:56, 925 ნახვა

სამართალი
ნოემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 393 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათ შორის 324 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 69 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია. 

'სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.  

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 120 ფაქტი გამოვლენილია  კახეთში. 62 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში,  სამეგრელო-ზემო სვანეთში - 58, იმერეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 36, გურიაში - 22, შიდა ქართლში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 9, ქვემო ქართლში კი - 7. 

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 504 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 59 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. 

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე

წლის 1-ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 793 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 68 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics