17:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 11:25:46, 817 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

"თიბისის" ბიზნესის მხარდაჭერის პროექტზე - ბიზნეს დაჯილდოება 2023, რომელიც უკვე მერვე წელია ტარდება, რეგისტრაციების ვადის ამოწურვამდე ერთი დღე დარჩა. იჩქარეთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ვებ-გვერდზე www.businessaward.ge.   

განაცხადები ხუთ კატეგორიაში მიიღება, 2023 წლის ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებია: 

  • საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
  • წლის ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული როლი რეგიონში
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

მეორე წელია უკვე გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. 

"თიბისი" ბიზნეს დაჯილდოებას დამოუკიდებელი ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.

ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი. წელს სიახლეა ამ მიმართულებით — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ "თიბისისგან" მხარდაჭერის მიღება.

"თიბისის" ბიზნეს დაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება მონაწილე ბიზნესების პროფილები და საქმიანობის არეალი. პროექტის ფინალისტები რამდენიმე კვირაში გამოცხადება.  ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება კი, 2024 წლის თებერვალში გაიმართება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics