14:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 16:52:13, 1443 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის, ცვლილებები საჭიროა

ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, იქნება კონკრეტული ოპერაციები ძალიან კონკრეტული დასაბუთებით, რომელიც ასევე მისცემს უკრაინას ძალიან კონკრეტულ შედეგებს.

„ჩვენ ვამზადებთ განახლებულ მოთხოვნებს პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. წინ ნაყოფიერი საუბრების კვირა გველოდება. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა შტაბის სხდომაზე რუსეთის შესაძლო ქმედებებისა და მომავალი წლის საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის. უკრაინაში ყველა ხვდება, რომ ცვლილებები საჭიროა. ეს არ ეხება მხოლოდ მათ, ვისი მობილიზებაც შესაძლებელია. საქმე ეხება პირობებს ყველასთვის, ვინც ამჟამად ჯარში იმყოფება და მათთვის, ვინც ჯარში წავა. ეს არის ყოვლისმომცველი რამ, რაც სამხედრო ხელმძღვანელობამ და თავდაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და წარუდგინოს პერსონალს. ველოდები ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics