07:32 - 07 Jul, 2026
|
2023-12-01 13:45:31, 849 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - პრეზიდენტს ყველგან შესვლის და ყველასთან შეხვედრის უფლება აქვს
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან შეხვედრის უფლება აქვს. როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტულ შემთხვევაზე, ვისგან და რატომ მიიღო სალომე ზურაბიშვილმა უარი, ინფორმაცია არ აქვს. "პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზეზით უთხრეს უარი. არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს",- აცხადებს ლევან იოსელიანი. ცნობისთვის, გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და პეტიციაზე ხელი მოაწერინონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)