|
2023-11-30 21:27:28, 719 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა უფლებათა დარღვევის მსხვერპლია - გინტურის მკვლელობა ძალადობის კიდევ ერთი აქტია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სახით და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მოჰყვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ორი მთავარი მიზანი აქვს: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და დაყოფილი საზოგადოების შერიგება. მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ დაარღვია საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რასაც მოჰყვა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს და უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომი. „რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომის შემდეგ, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებით შეცვლის პირველი ღია მცდელობა იყო. უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)