|
2023-11-29 15:15:07, 576 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ეუთოს მინისტერიალზე - ბლინკენი და ბორელი დაესწრებიან - ჩვენი მხრიდან არდასწრება არასწორი იქნება
ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამიტზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დაესწრებიან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის "არდასწრება არასწორი იქნება". "რაც შეეხება ეუთოს სამიტს, საქართველო არის, ბუნებრივია, ეუთოს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ჯოზეფ ბორელი. ასეთ პირობებში ჩვენი მხრიდან არდასწრება იქნება უბრალოდ არასწორი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სულ მცირე, ხომ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა დაესწროს ამ ღონისძიებას... ეუთო არის ის ფორმატი, სადაც, პირველ რიგში, განიხილება უსაფრთხოების საკითხები და რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია",- აცხადებს კობახიძე. ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)