14:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 14:27:41, 617 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე - უკვე 8 არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და გარანტირებულად მე-11 არჩევნებსაც

2012 წლიდან მოყოლებული, "ნაცმოძრაობა", მათ შორის, კოლექტიური "ნაცმოძრაობა", გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება "ქართული ოცნება", თუმცა, მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და ასევე გარანტირებულად მე-11 არჩევნებს,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მხარდამჭერების იმედგაცრუებამ ენმ-ის რეიტინის შემცირება გამოიწვია.

"ყოველი არჩევნების წინ ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა, შემდეგ იწვევენ ამომრჩევლებში იმედგაცრუებას. ამით, ალბათ, მათი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის სწორედ ეს იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. 8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და 8-ჯერ წააგეს. რა თქმა უნდა, მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ შემდეგ არჩევნებს",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics