|
2023-11-25 11:33:48, 2182 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კონსულტაციების ძირითად თემას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შეჯამება და 2024 წლის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ინტენსიური კავშირების გაგრძელებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს და კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. "საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს ურყევი, თანმიმდევრული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორის როლზე გაამახვილეს ყურადღება; შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის როგორც განსაკუთრებული პარტნიორისა და ლიდერი სახელმწიფოს როლიც აღნიშნეს. ორმხრივ კონსულტაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, თავდაცვის ატაშეები და გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)