|
2023-11-23 11:07:08, 706 ნახვა
პოლიტიკა
სვენ მიქსერი - გინტურის მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაულია
თამაზ გინტურის მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაულია, პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციასა და პასპორტიზაციას საქართველოს ტერიტორიებზე. "კოლეგებო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე 1 დღით ადრე, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაული. მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, მსგავსი ინციდენტების მუდმივი ნაკადია. ადგილობრივ მცხოვრებლებს უკანონოდ აკავებენ, მათი უფლებები მუდმივად ირღვევა, გადაადგილების უფლებას უკანონოდ უკრძალავენ. რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციას, პასპორტიზაციას. ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სანამ ვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა სვენ მიქსერმა. ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)