17:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 09:16:21, 667 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - მოვუწოდებ კონსულს, დაამატოს სანქციების მომდევნო პაკეტში, ან შექმნას ახალი მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გინტურის მკვლელობაზე

მოვუწოდებ კონსულს, დაამატოს სანქციების მომდევნო პაკეტში, ან შექმნას ახალი მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გინტურის მკვლელობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა.

გრეგოროვას თქმით, მათ მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთი კლავს და იტაცებს.

"მაშინ, როცა როდესაც რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენ უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ სწრაფი რეაგირება გვქონდა და სანქციები დავაწესეთ. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთი კლავს და იტაცებს.

მოვუწოდებ კონსულს, შეიტანოს შემდეგი სანქციების პაკეტში ეს ფაქტი ან შექმნას ახალი, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ამით ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს მიმართ", - განაცხადა გრეგოროვამ.

ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics