17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 14:43:52, 603 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა თავხედობაა და მეტი არაფერი

"ნაცმოძრაობის" მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა და მეტი არაფერი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.

როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვარდების რევოლუციის შედეგებს "უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა".

"ვარდების რევოლუციამ ქვეყანას მოუტანა შემდეგი: ეს იყო ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ტელევიზიების მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ძალიან გრძელი სიაა.

უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა ვარდების რევოლუციის შედეგებს. ასეთ დროს, "ნაცმოძრაობის" მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი",- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ვარდების რევოლუციის 20-წლისთავთან დაკავშირებით "დიდ შეკრებას" აპირებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics