16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 12:45:36, 1106 ნახვა

სამართალი
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა - აშშ-ში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დავაკავეთ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან დაჯგუფების ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ვაჟა გაბადაძე (ნათან იუსუპოვი), კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე (თავა) და დავით ტიკარაძე.

"დაახლოებით, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე ეწეოდნენ გამოძალვის სქემას. გაბადაძე არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი. ის ატარებს ტიტულს „კანონიერი ქურდი“ ან „ქურდი“. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში, გაბადაძემ და მისმა თანამოაზრეებმა, კაცაძემ, თავბერიძემ და ტიკარაძემ, თანხის ამოღების მიზნით, მსხვერპლი ფიზიკური ძალადობით დააშინეს", - აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში.

FBI-ს თანამშრომლის, ჯეიმს სმიტის თქმით, ბრალდებულები მსხვერპლს, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში აშინებდნენ.

"მსხვერპლის დაშინებითა და ძალადობის მუქარით იძულება, გადაიხადოს ფული, უკანონოა და ჩვენს ქალაქში ამ გზით ბიზნესი არ იწარმოება. ეს არის ის უკანონო ქმედება, რომელსაც ბრალდებულები, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში სჩადიოდნენ. FBI არ იქნება უმოქმედო მაშინ, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძალადობასა და გამოძალვაში არიან ჩართულები. პირიქით, ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ სისხლის სამართლის გზით",- განაცხადა სმიტმა.

ამასთან, როგორც ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, ოთხივე დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics