|
2023-11-21 11:31:20, 788 ნახვა
პოლიტიკა
კალინდრა გინტურის მკვლელობაზე - არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას
მინდა მწუხარება გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ. დამნაშავეები ყოველთვის ისჯებიან, თუმცა ეს არის დროში გაწელილი პროცესი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. კალინდრას თქმით, რუსეთის ქმედებები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში აღშფოთებას იწვევს. "აღშფოთებას იწვევს რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ უკრაინაში და მოლდოვაში. ამ ფონზე ყველანაირად უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ. რუსეთის ხელისუფლება იყენებს ძალას უმწეო, შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ, ასევე მინდა მწუხარება გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ. დამნაშავეები ყოველთვის ისჯებიან, თუმცა ეს არის დროში გაწელილი პროცესი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას", - განაცხადა კალინდრამ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)