|
2023-11-20 15:00:46, 667 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბიძინა ივანიშვილი ღირსეული ადამიანია, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი
ბიძინა ივანიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფრანგული პრესისთვის მიცეულ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უანგარო ქველმოქმედების გარდა, ივანიშვილის "უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი" 2012 წელს მისი პოლიტიკაში ჩართვა იყო. „ბიძინა ივანიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი. ის არის ადამიანი, რომელმაც უამრავი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, უამრავ ოჯახს, არაერთ ადამიანს დაეხმარა. ეს იყო სკოლების რეაბილიტაცია-განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოწესრიგება. არ ვიცი, რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ეს იყო მისი უანგარო ქველმოქმედება და დღესაც აგრძელებს ეს ადამიანი საქველმოქმედო საქმიანობას. თუმცა, მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, 2012 წელს მისი პოლიტიკაში შემოსვლა იყო, რადგან მან მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და დაამარცხა ის ბოროტება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის".
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)