|
2023-11-16 12:15:23, 882 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სერგეენკომ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა. კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრ დავით სერგეენკოს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პარლამენტის წევრის განცხადება, კომიტეტის დასკვნა გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)