|
2023-11-15 11:39:16, 3100 ნახვა
პოლიტიკა
გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ „ახალი გამწვავებების ასაცილებლად აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა“
საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარზე "ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა". ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. "საქართველოს მოქალაქეების მიერ "სამხრეთ ოსეთის" "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან აიცილონ ახალი გამწვავებები საქართველო-"სამხრეთ ოსეთის" "სასაზღვრო ზონაში",- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც გალუზინისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრას ეხება. განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ხაზი ე.წ. საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობას გაესვა. "მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე. ასევე აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე მათი შემდგომი დემარკირებით“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. ამასთან, უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)