22:45 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 19:38:50, 668 ნახვა

პოლიტიკა
კლეიტონი - ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა EU-ში გაწევრიანებისთვის, რელევანტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის

ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ასევე რელევანტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

კლეიტონის თქმით, საქართველოს ნამდვილად აქვს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა "და როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, საქართველო გახდება ნატოს წევრი და დიდი ბრიტანეთი მყარად დგას ამ პოზიციაზე".

"ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი კი ნიშნავს, რომ თავად იღებთ ყველა გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ასევე რელევანტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. საქართველოს ნამდვილად აქვს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, საქართველო გახდება ნატოს წევრი და დიდი ბრიტანეთი მყარად დგას ამ პოზიციაზე.

საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ამისთვის, იქნება ეს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი თუ არსებითი საქართველო-ნატოს პაკეტი და მოკავშირეებიც ამ ქვეყანას ძალიან ეხმარებიან. თუმცა, ნატოს წევრობა არ არის მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობაზე დამოკიდებული. ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ასევე საჭიროა ნატოს წევრობისთვის", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics