23:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 13:53:09, 926 ნახვა

პოლიტიკა
DRI - ომბუდსმენმა ირაკლი ბებუას გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით კონსტიტუციური მანდატი უნდა გამოიყენოს

საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისია,- აღნიშნულის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაშია ნათქვამი.

DRI-ის განცხადების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ბებუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დე-ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, ის გათავისუფლებას ექვემდებარება.

„ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დღეები, შესაძლებელია სრულად მოხდილად ჩაეთვალოს. აფხაზეთის დე ფაქტო სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შესაძლებელია პირის ვადამდე გათავისუფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დე-ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, ის გათავისუფლებას ექვემდებარება.

ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 2023 წლის ოქტომბერში ოჯახის ნათესავმა აღნიშნა: „ბოლო ორი თვეა ძალიან სტკივა თავი, ხერხემალი, კუჭი. ამას ემატება დეპრესია, არ დგება, საკნიდან არ გამოდის. წამლებიც არა აქვს, მარტო გამაყუჩებელს თუ აძლევენ, თორემ რომ გამოიკვლიონ და მკურნალობა დაუნიშნონ, ეს არ ხდება“.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ:

  • ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და შექმნას აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;
  • საქართველოს სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური მანდატი ირაკლი ბებუას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით 1-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა ბებუას ბრალი ხელოვნურად, თითქოსდა ხელყუმბარის ქონის გამო დაუმძიმეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics