23:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 12:58:35, 935 ნახვა

პოლიტიკა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე კირბალზე - რამდენი ვიღაც დალევს და მერე მოუნდება გადავიდეს, იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ზომებს იცავს, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები "ამ ყველაფერს არ ექვემდებარებიან".

როგორც რაზმაძემ "TV მონიტორინგთან" ინტერვიუში თქვა, "მოსახლეობამ სადემარკაციო ხაზი არ უნდა გადაკვეთოს".

"ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაც რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება. რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო? ერთი საგუშაგოა ნიქოზთან და იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე...

სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ იქ არსებული მოსახლეობა არ ექვმდებარება ამ ყველაფერს. ეს არის რეალობა, რეალობა უნდა აღვიქვათ ხომ. სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ. ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს, რაც არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ",- აცხადებს რაზმაძე.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics