19:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 16:49:52, 902 ნახვა

სამართალი
შსს შეპელევზე - საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა

რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტის, რაფაილ შეპელევის საქართველოში შესაძლო გაუჩინარების საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 12 ოქტომბერს, აქტივისტი  გორში, იქიდან კი, ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

უწყების ცნობით, რაფაილ შეპელევმა "საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რამე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, "არტპოდგოტოვკას" აქტივისტ რაფაილ შეპელევის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია რუსულმა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება - Первый отдел-მა გაავრცელა.

Первый отдел-ის ცნობით, გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს აქტივისტი ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლების შემდეგ, შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics