|
2023-11-08 22:36:29, 628 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - აშშ-ს გვიყვარს ევროკავშირი, გვიყვარს საქართველო, ასე რომ, ერთად ჩვენ ნამდვილად გვაქვს ლამაზი საერთო მომავალი
აშშ-ს გვიყვარს ევროკავშირი, გვიყვარს საქართველო, ასე რომ, ერთად ჩვენ ნამდვილად გვაქვს ლამაზი საერთო მომავალი, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა ორბელიანის სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. დანიგანის თქმით, დღევანდელი ევროკომისიის რეკომენდაცია არის უზარმაზარი მიღწევა საქართველოსთვის, რასაც აშშ დიდი ენთუზიაზმით მიესალმება. „ჩვენ ვზეიმობთ თქვენთან ერთად ამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თქვენს ევროპულ გზაზე, თქვენს დასავლურ გზაზე და თქვენ ევროატლანტიკურ გზაზე. გილოცავთ. მე ასევე მინდა, მივულოცო ევროკავშირსაც, მის მიერ გაწეული დიდი სამუშაოსთვის საქართველოსა და სხვა ასპირანტი ქვეყნების მხარდასაჭერად ამ გაფართოების პროცესში. ევროკავშირმა საოცარი სამუშაო შეასრულა. ეს რთული სამუშაო იყო. ამიტომ გილოცავთ, კოლეგებო. მინდა, ავიღო ვალდებულება, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მთავრობასთან და საქართველოს ხალხთან ერთად, როდესაც თქვენ მუშაობთ საქართველოს პოტენციალის სრულ რეალიზაციაზე, თქვენს ეკონომიკურ, დემოკრატიულ მომავალზე ევროკავშირში. მინდა, კიდევ ორი რამ ვთქვა, ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა მსხვერპლზე, რომელიც ბევრმა ქართველმა გაიღო საქართველოს მომავლისა და იდენტობის მხარდასაჭერად. ამ პარასკევს აშშ ვეტერანების დღეს აღნიშნავს. ქართველებმა იბრძოლეს და დაეცნენ ბრძოლაში ამერიკელ და ნატო-ელ სამხედროებთან ერთად ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის. მადლობა საქართველო, ამისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთო წარსულზე, საერთო ღირებულებებსა და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, საერთო მომავალზეც. ჩვენ აშშ-ს გვიყვარს ევროკავშირი, გვიყვარს საქართველო, ასე რომ, ერთად ჩვენ ნამდვილად გვაქვს ლამაზი საერთო მომავალი. კიდევ ერთხელ, მინდა, ვთქვა, რომ ეს არის შესანიშნავი დღეს ჩვენთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)