|
2023-11-08 19:42:38, 624 ნახვა
პოლიტიკა
ბესიკ ამირანაშვილი - მინდა, თითოეულ ქართველს მოგილოცოთ ისტორიული დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია
დღეს, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს მიეცა რეკომენდაცია, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მინდა, თითოეულ ქართველს და ამ ქვეყნის პატრიოტს მოგილოცოთ, ეს მართლაც და, ისტორიული დღე. დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო რწმუნებული ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მიეცა. მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებაა. "ჩვენი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის სურვილი, საერთო ეროვნული მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, დღეს კიდევ უფრო მეტად ხელშესახები გახდა და ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა. ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური გზავნილებით არის სავსე და დადებითად აფასებს საქართველოს გაწეულ სამუშაოს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რაც ჩვენი ხელისუფლების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სამთავრობო გუნდს, პარლამენტს, სახელისუფლებო პარტიასა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა აღნიშნული შედეგის მისაღწევად. ეს შედეგი კი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის რეალური წევრობისკენ მიმავალი გზის დასაწყისია. სიმბოლურიცაა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება, სწორედ ილია ჭავჭავაძის, საქართველოს თავისუფლებისა და თანამედროვე სახელმწიფოებრიობის უდიდესი გულშემატკივრის, დაბადების დღეს დაემთხვა. საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის მომავალი წევრია, ეს დღეს ევროკომისიის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)