00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 18:13:08, 548 ნახვა

პოლიტიკა
შამუგია - ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკომისიის დღევანდელ ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმადაც ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

ოთარ შამუგია ყველა იმ პირს უხდის მადლობას, რომელთაც დადებითი შეფასების მიღებაში წვლილი მიუძღვის.

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს. ჩვენი ქვეყნისთვის გაიცა რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის  სტატუსის მისაღებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო და  წვლილი მიუძღვის დადებითი შეფასების მიღებაში. მადლობას ვუხდი ევროკომისიის წარმომადგენლებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მადლობა ქართველ ხალხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ სახელისუფლებო გუნდს, განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ ვალდებულებების და რეკომენდაციების შესრულებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი შეფასების მისაღებად. 

ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7 სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-მდე ნორმატიულ აქტთან“, - განაცხადა შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics