|
2023-11-08 16:48:14, 629 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე
სამწუხაროდ, ოპოზიციას და მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რამე ხელშესახები გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლება. „კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ჩემთვის გასაგებია აბსოლუტურად ის მოტივაცია, რომელიც გააჩნია ოპოზიციას. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციას და მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა, მმართველმა რამე ხელშესახები გააკეთა, ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლება. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, რომ ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს. "ქართული ოცნების" პირობებში, რა თქმა უნდა, დავასრულეთ უვიზო რეჟიმზე მუშაობა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი. შარშან უკვე მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. წელს უკვე, როგორც დღეს ვნახეთ, ისტორიული გადაწყვეტილება, სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ანგარიშში როგორც წერია - მე მინდა გითხრათ, რომ ანგარიშში წერია ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს. შედეგი, ბუნებრივია, დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ ანუ იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ. ასე რომ, ეს ყველა სპეკულაცია, რომ ეს ყველაფერი ხალხის ნების გამოხატულების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, არის ძალიან გადაჭარბებული და მცდარი",- თქვა ღარიბაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)